ლიკა ჭკუასელი, დირექტორი

ლიკა ჭკუასელი თანამედროვე ხელოვნების სპეციალისტი და კონსულტანტია. მან მიიღო მაგისტრის ხარისხი ლონდონში, „City University“, კულტურის პოლიტიკა და მენეჯმენტი (2008-09). 2010-2012 გაიარა სტაჟირების პროგრამა მეტროპოლიტენ მუზეუმში, ნიუ იორკი. 2012 წელს იგი დაინიშნა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მუზეუმის დირექტორად. 2023-2015 წლებში ხელმძღვანელობდა სტამბულის არტ ბაზრობის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებას. 2019 წელს მუშაობდა თბილისის სახელოვნებო ბაზრობაზე, საერთაშორისო გალერეებსა და კოლექციონერებთან ურთიერთობის მიმართულებით. 2015 წლიდან ლიკა ჭკუასელი აქტიურად მოღვაწეობს როგორც არტ კონსულტანტი, საქართველოს მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი კერძო კოლექცია შეიქმნა მისი ხელმძღვანელობით. 2022 წელს მისი კურატორობით მოეწყო გამოფენაქართული ხელოვნება XX საუკუნიდან დღემდე: ნამუშევრები კერძო კოლექციებიდან’, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა.




ელენე კაპანაძე, პროექტების მენეჯერი

ელენე კაპანაძე ახალგაზრდა კურატორი და ხელოვნების მენეჯერია. მან დაამთავრა ხელოვნების ისტორიისა და მატერიალური მეცნიერებების ფაკულტეტი ლონდონში, „University College London“ (2010-2013) და მას მერე აქტიურად მოღვაწეობს სახელოვნებო სფეროში. მან მიიღო სამუშაო გამოცდილება ლონდონში აუქციონის სახლში „Sotheby’s“ და თანამედროვე ხელოვნების გალერეაში „Frith Street Gallery“ (2014). 2015-2016 წლებში იგი მუშაობდა „Yarat Contemporary Art Centre“, ბაქო, ასისტენტ კურატორად. თბილისში დაბრუნების შემდეგ იგი მუშაობდა ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრში (2017) საქართველოს ფრანკურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის კულტურულ პროგრამაზე. როგორც დამოუკიდებელ კურატორს მას უმუშავია სხვადასხვა ინსტიტუციასთან, მათ შორის თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმთან, მათ შორის ონლაინ რეზიდენციის ციკლზესუბტროპიკული კულტურები“ (2020-2021). 2017 წელს იგი იყო წარდგენილი „GAMeC, Premio Lorenzo Bonaldi per l’Arte – EnterPrize“, იტალია, ახალგაზრდა კურატორების საერთაშორის კონკურსზე. 2018 წელს მან თანადაარსა თანამედროვე ხელოვნების გალერეა „The Why Not Gallery“. 2020 წელს იგი იყო „Forbes 30 under 30“ გამარჯვებული ნომინაციაშიკულტურა და სტილი“.



ათა ჯანგულაშვილი - ადმინისტრაციული მენეჯერი

ათა ჯანგულაშვილი სამართალმცოდნეა, მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისბაკალავრისა (2009-2013) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი (2013-2015) კერძო ბიზნეს სამართალში. გავლილი აქვს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში და ევროპის აკადემიურ ცენტრში სახელმწიფო შესყიდვების პრაქტიკული და თეორიული კურსები;ასევე, უძრავი ქონებისა და სამეწარმეო რეესტრის, ადვოკატირების ტრენინგები. მას აქვს საჯარო სექტორში 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურიდიული, ფინანსური, შესყიდვებისა და ადმინისტრაციის მიმართულებით. მათ შორის, მმართველ პოზიციაზე მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება.


Tbilis Public Art fund © 2023 all rights reserved.
Tbilisi Public Art Fund © 2023 ყველა უფლება დაცულია.