არასამეწარმეო იურიდიული პირი, თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი დაარსდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2023 წელს. ინსტიტუციის შექმნის მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სფეროს განვითარებას - კერძოდ, წაახალისოს საჯარო სივრცეებში თანამედროვე შემოქმედებითი ინტერაქციები, გაზარდოს თანამედროვე ხელოვნების ხელმისაწვდომობა, აამაღლოს ფართო საზოგადოების ცნობიერება თანამედროვე ხელოვნების შესახებ და მხარი დაუჭიროს თანამედროვე ქართველ ხელოვანებს მასშტაბური პროექტების განხორციელებაში. ამგვარად, ორგანიზაცია მომართულია ხელი შეუწყოს თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას და ქალაქის კულტურული იერსახის განვითარებას.

საჯარო ხელოვნების ფონდი ქმნის მრავალფეროვან და უპრეცედენტო შესაძლებლობებს ქართველი ხელოვანებისა და ხელოვნების პროფესიონალებისათვის. ფონდი გრანტის გამცემი ორგანიზაციაა და მის მიერ ინიცირებული პროექტები ღია კონკურსის სახით გამოცხადდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სფეროს წარმომადგენლების მაქსიმალურად დემოკრატიული ჩართულობა. დაარსების პირველ წელს ორგანიზაცია მიმართული იქნება თბილისის მასშტაბით პროექტების განხორციელებაზე.

Tbilis Public Art fund © 2023 all rights reserved.
Tbilisi Public Art Fund © 2023 ყველა უფლება დაცულია.